Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო ჩრდილოეთ კორეაზე მსჯელობს


გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე შეიკრიბა ჩრდილოეთ კორეაში ჩატარებულ მორიგ ბირთვულ გამოცდაზე მოსალაპარაკებლად. ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, რიგით მესამე გამოცდა ჩატარდა „შეერთებული შტატების დაუნდობელი მტრობისაგან“ ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენობის დასაცავად. ფხენიანი აცხადებს აგრეთვე, რომ მიმართავს „უფრო ინტენსიურ ზომებს“, თუ ვაშინგტონი ხელს არ აიღებს მტრულ დამოკიდებულებაზე. ბირთვული გამოცდა დაგმეს გაეროს გენერალურმა მდივანმა, უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა და ჩრდილოეთ კორეის მეზობლებმა. ბირთვული გამოცდა ეწინააღმდეგება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სანქციებს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეას დაუწესეს ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობის შეწყვეტის მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG