Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები


სომხეთში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები. თბილისის დროით 20 საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები. ეგზიტპოლების თანახმად, ლიდერობს მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი. არჩევნებში შვიდი კანდიდატი მონაწილეობს. სარქისიანის მთავარი მეტოქეა რაფი ჰოვანესიანი, ოპოზიციური პარტია „მემკვიდრეობის“ ლიდერი. სომხეთის კანონით, გამარჯვებულს უბრალო უმრავლესობა სჭირდება. არჩევნებში მონაწილეობის ზღვარიც არ არის დადგენილი, წინასწარი ცნობით, მოსახლეობის ნახევარმა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო. წინასწარი შედეგები დღეს საღამოს გამოცხადდება. არჩევნებს მეთვალყურეობას უწევს ექვსასზე მეტი უცხოელი სტუმარი.
XS
SM
MD
LG