სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ყველა საარჩევნო უბნის მონაცემების დათვლის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია მოქმედმა პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა. კომისიის თანახმად, მან ამომრჩეველთა ხმების 58%-ზე მეტი მიიღო. წინასწარი შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზეა სომხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი რაფი ჰოვანისიანი - 36,7%-ით. ჰოვანისიანი არ აღიარებს დამარცხებას და ხელისუფლებას სარქსიანის გამარჯვების მიზნით არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. ხელისუფლება აღიარებს არჩევნების პროცესში დარღვევებს, თუმცა, უარყოფს ბრალდებას წინასწარგანზრახული გაყალბების შესახებ. სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ამომრჩეველთა აქტიურობა 60% იყო. საერთაშორისო მეთვალყურეები არჩევნების პირველად შეფასებას დღეს გააცნობენ საზოგადოებას.
ყველაზე პოპულარული
1