Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობა დავითაშვილი საპარლამენტო უმრავლესობაში რჩება


„არ გავახარებთ მტერს და ჩვენს შორის განხეთქილება არ იქნება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. დახურულ სხდომაზე, წინასწარი ინფორმაციით, დავითაშვილის „ქართულ ოცნებაში“ ყოფნა-არყოფნის საკითხი უნდა დამდგარიყო. კობა დავითაშვილს კოალიციაში თანაგუნდელებთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც ის უმცირესობის წევრ სერგო რატიანთან მომხდარი დაპირისპირების გამო გააკრიტიკეს. მაშინ, თავის მხრივ, კობა დავითაშვილმა ხელისუფლების საქციელს "დოყლაპიობა" უწოდა. "მთავარი არის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება კი არის ასეთი: ჩვენ ვართ თანამებრძოლები, მტერს არ გავახარებთ და ჩვენს შორის არანაირი განხეთქილება არ იქნება. ერთად ვიბრძოლებთ იმისთვის, რისთვისაც აქამდე გვიბრძოლია. ეს არის მთავარი გადაწყვეტილება", - აღნიშნა დავითაშვილმა.
XS
SM
MD
LG