Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასობრივი გამოსვლების და არეულობის შემდეგ ბულგარეთის მთავრობა გადადგა


ბულგარეთში გადადგა მთავრობა რამდენიმე დღიანი მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რასაც ახლდა არეულობაც. პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა განაცხადა, რომ ის აღარ იმუშავებს იმ კაბინეტთან, რომელის დროსაც შესაძლებელია პოლიციამ უბრალო მოქალაქეები სცემოს. ბორისოვმა დასძინა, რომ ხალხმა მოიყვანა ხელისუფლებაში ეს მთავრობა და დღეს ის ამ ხელისუფლებას ხალხს უკან უბრუნებს. ბოლო დღეების გამოსვლები მოჰყვა ელექტროენერგიაზე ფასების ზრდითა და ცხოვრების საერთო დონით ხალხის უკმაყოფილებას. სამშაბათს, სოფიაში, დემონსტრანტებისა და პოლიციის შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ეს გამოსვლები ყველაზე მსხვილმასშტაბიანი იყო ბოლო 15 წელიწადში.
XS
SM
MD
LG