Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დანით დაჭრეს ტაჯიკი აქტივისტი


ცნობილი ტაჯიკი ჟურნალისტი და აქტივისტი, ბახტიორ სატორი დანით დაჭრეს თავის სახლთან, მოსკოვში. მან რადიო თავისუფლებას ტელეფონით ამცნო, რომ უცნობმა პირმა დანა დაარტყა მუცლის არეში და სახეში. სატორის გაუკეთეს ოპერაცია. ექიმების თქმით, მისი მგომარეობა სერიოზული, მაგრამ სტაბილურია. სატორის თქმით, მან არ იცის, ვინ დაესხა თავს. მისივე ცნობით, თავდასმხმელი ნიღბით იყო,თუმცა მან შეამჩნია, რომ თვალები „შუა აზიურად“ გამოიყურებოდა. 49 წლის სატორი მოსკოვში ტაჯიკეთის საელჩოში მუშაობდა, სანამ გახდებოდა ტაჯიკთა სამიგრაციო უწყების მოსკოვის წარმომადგენლობის პრეს-მდივანი. შარშან ამ სამსახურის დაკარგვის შემდეგ, ის ორგანიზაცია „ტაჯიკეთის სამომავლო მთავრობის საწვრთნელი კლუბის,“ აქტიური წევრი გახლდა.
XS
SM
MD
LG