Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლინდსი გრეჰემი: ”ჩვენ მოვკალით 4700 ადამიანი”


ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა განაცხადა, რომ აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების იერიშების შედეგად დაახლოებით 4700 ადამიანია მოკლული, მათ შორის - მშვიდობიანი მოსახლეობა. პირველად ხდება, რომ ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელი ასახელებს ტერორისტთა სამიზნეებზე აშშ-ის ასობით საჰაერო იერიშით გამოწვეული მსხვერპლის ზუსტ რაოდენობას პაკისტანში, იემენსა და სხვა ქვეყნებში. რესპუბლიკელი ლინდსი გრეჰემი სიტყვით გამოვიდა მშობლიურ შტატ სამხრეთ კაროლინაში, ქალაქ ისლიში. გრეჰემი სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრია. ის ემხრობა უპილოტო თვითმფრინავებით საჰაერო იერიშების განხორციელებას. ადგილობრივი მედიასაშუალების - ”ისლი პეტჩის”, თანახმად, გრეჰემმა განაცხადა: ”ჩვენ მოვკალით 4700 ადამიანი”, მათ შორის ”ალ-ყაიდის ძალიან მაღალი რანგის წევრები”. გრეჰემის ოფისს ციტატა არ გაუსაჩივრებია.
XS
SM
MD
LG