Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამასკში ძლიერ აფეთქებას 53 ადამიანი ემსხვერპლა


სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, დედაქალაქ დამასკის ცენტრში მოხდა ძლიერი აფეთქება. პოლიციის თანახმად, ხუთშაბათს მანქანაში ჩადებული ბომბი აფეთქდა სირიის მმართველი, ბაათის პარტიის შტაბბინასა და რუსეთის საელჩოს მახლობლად. სახელმწიფო მედია მომხდარს ტერაქტს უწოდებს. იუწყებიან 53 პირის დახოცვის და 200-ის დაშავების შესახებ. დამასკში რუსეთის საელჩოს ცნობით, შენობის ზოგიერთი ფანჯარა აფთქებისას ჩაიმსხვრა. გავრცელდა ცნობა ასევე სამხედრო შტაბზე ორი რაკეტის ჩამოვარდნის თაობაზე. არაფერია ცნობილი მსხვერპლზე.
XS
SM
MD
LG