Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა: გაზპრომს გაზის გამო შვიდმილიარდიან ჯარიმას არ გადავუხდით


უკრიანის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ გადაუხდის რუსეთის გაზპრომს შვიდი მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმას. გაზპრომი ამ თანხის გადახდას ითხოვს 2012 წელს უკრაინის მიერ გამოუყენებელი რვა მილიარდი კუბური მეტრი აირისთვის. გაზპრომი იმოწმებს შეთანხმებას სახელწოდებით „აიღე ან გადაიხადე“, რაც კლიენტს ავალდებულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობის შესყიდვას. იარუკოვიჩი აცხადებს, რომ თანხა აღემატება გაზის საფასურს და შეთანხმებას უასამართლოდ თვლის. გაზპრომი აცხადებს, რომ „აიღე ან გადაიხადე“ შეთანხმების მიღებული ფორმაა. თუმცა, აზერბაიჯანში რუსეთის ელჩმა იანვარში განაცხადა, რომ თვითონ გაზპრომი გამოუყენებელი აირის საფასურს, რასაც მას აზერბაიჯანთან ხელშეკრულება ავალდებულებს, არ იხდის და რომ პრაქტიკაში ეს მიღებული ქმედებაა.
XS
SM
MD
LG