Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიას არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისი ემუქრება


იტალიაში საპარლამენტო არჩევნების შედეგად, როგორც ჩანს, ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოაგროვა საკმარისი ხმები მთავრობის შესაქმნელად. მემარცხენე-ცენტრისტულმა კოალიციამ, რომელსაც პიერ ლუიჯი ბერსანი ხელმძღვანელობს, მცირე უპირატესობით აჯობა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის კონსერვატიულ ბლოკს პარლამენტის ქვედა პალატაში. მემარცხენე-ცენტრისტულმა კოალიციამ გაიმარჯვა პარლამენტის ზედა პალატაშიც, მაგრამ არასაკმარისი უპირატესობით საიმისოდ, რომ მთავრობა შექმნას. პიერ ლუიჯი ბერსანიმ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, მაგრამ აღიარა, რომ იტალიაში რთული ვითარებაა. ექსპერტების შეფასებით, მთავრობის პარალიზებამ ქვეყანაში, რომელიც ეკონომიკურად ერთ-ერთი წამყვანია ევროზონაში, შესაძლოა, გაამწვავოს ვალებით გამოწვეული კრიზისი. იტალიაში არჩევნების მოულოდნელ შედეგად ითვლება კომიკოს ბეპე გრილოს წარმატება - მას ხმების თითქმის მეოთხედი ერგო.
XS
SM
MD
LG