Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილმი „არგო“ აშშ-ის საელჩოში მძევლებისთვის კომპენსაციის კანონის მიღებას უბიძგებს


აშშ-ის კონგრესმენები აპირებენ მიიღონ კანონი, რომელიც ფინანსურ კომპენსაციას მოუტანს ირანში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს, რომლებიც 32 წლის წინ მძევლებად იყვნენ აყვანილი. მძევალთა დრამამ 444 დღე გასტანა. აიოველმა დემოკრატმა წარმომადგენელმა, ბრუს ბრელეიმ განაცხადა, რომ სურს ფილმ „არგოს“ პოპულარობა სარგებლად აქციოს. „არგომ“ გასულ კვირას ამერიკის კინოაკადემიის პრიზი, ოსკარი მოიპოვა. ფილმში ასახულია მძევლების ამბავი, კერძოდ იმ ექვსი თანამშრომლის ისტორია, რომლებმაც მოახერხეს კანადის საელჩოში დამალვა. კანონი 400 მილიონიან ფონდს ითვალისწინებს. ფონდი შეივსება იმ ფირმების ჯარიმებით, რომლებიც ირანისთვის დაწესებულ სანქციებს არღვევენ.
XS
SM
MD
LG