პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი ირანშია. ის ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადთან ირანული გაზით პაკისტანის მომარაგებაზე შეთანხმებას მოაწერს ხელს. ლაპარაკია 1,5 მილიარდი დოლარის პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს მილსადენის აშენებას ირანული გაზის პაკისტანში ტრანსპორტირებისთვის. ირანი დაეხმარება პაკისტანს საპორტო ქალაქ გვადარში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებაში. ირანი პაკისტანს დღეში 21,5 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის. მილსადენის აშენებისთვის კი, ირანი პაკისტანს 500 მილიონი დოლარის სესხს გამოუყოფს. რაც შეეხება ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, იქ დღეში 400 ათასი ბარელი ნავთობის გადამუშავება იქნება შესაძლებელი.
ყველაზე პოპულარული
1