Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანში გაემგზავრა ვიზიტით


საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანში გაემგზავრა ვიზიტით. მიხეილ სააკაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაცვის გარეშე მივიდა ელექტრომობილით, რომელსაც თავად მართავდა. ”უკვე ერთი კვირაა ასე დავდივარ როგორც კი ნათელი გახდა, რომ დაცვის სამსახურს აქვს სერიოზული პრობლემები” - განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მისი თქმით, ფუნქციების შესრულებაში, გადაადგილებასა და ადმიანებთან შეხვედრებში ხელს ვერავინ შეუშლის და საჭირო არ არის სიტუაციის ”ზედმეტი დრამატიზაცია” და ”სპეკულაცია ამ თემაზე.” საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 27-28 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. თავის მხრივ, აზერბაიჯანის საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ეწვევა ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას და რამდენიმე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. სააგენტო ტრენდს ბაქოს საგზაო პოლიციის უფროსმა ვაგიფ ასადოვმა განუცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის გამო, ხვალ დილის 9 საათამდე საავტომობილო მიმოსვლა და პარკირება შეიზღუდა აეროპორტისკენ მიმავალ გზებსა და ბაქოს რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე.
XS
SM
MD
LG