საქართველოს იუსტიციის მინისტრი აშშ-ში ვიზიტის შემდეგ ბრიუსელში ჩავიდა. თეა წულუკიანი შეხვდება ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდრ ვერშბოუს და კავკასიასა და შუა აზიაში გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ბრიუსელში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზეც თეა წულუკიანი ისაუბრებს სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე და კომისიის წევრთა შეკითხვებს უპასუხებს.
ყველაზე პოპულარული
1