Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში 10-მდე ადამიანი დაიჭრა ავტობუსთან აფეთქების შედეგად


ქაბულში აფეთქება მოეწყო ავტობუსთან, რომელშიც ავღანეთის არმიის პერსონალი იმყოფებოდა. თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად დაიჭრნენ, სულ ცოტა, ექვსი ჯარისკაცი და ოთხი სამოქალაქო პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, თავდამსხმელმა ავტობუსში ასვლა სცადა და, როცა გააჩერეს, თავი აიფეთქა. საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესის" ცნობით, თალიბანმა იკისრა ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა.
XS
SM
MD
LG