Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოე ქინქლაძემ განმარტა 17 ათასზე მეტი ოჯახისთვის შემწეობის შეჩერების ან შეწყვეტის მიზეზი


17 ათასზე მეტი ოჯახისთვის შემწეობის შეჩერების ან შეწყვეტის მიზეზი განმარტა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ. მისმა ხელმძღვანელმა ნოე ქინქლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო დროს გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია მოქალაქეთა ნაწილისთვის საარსებო შემწეობის შეწყვეტის და შეჩერების ფაქტებმა, თუმცა, სააგენტოს კვლევამ აჩვენა, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში უმწეოთა რაოდენობის გაზრდა არჩევნებს უკავშირდებოდა. ქინქლაძის განმარტებით, სააგენტომ შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვა შსს-ს მომსახურების სააგენტოდან, შემოსავლების სამსახურიდან და საჯარო რეესტრიდან და მონაცემთა შედარების საფუძველზე მიიღო შემწეობის შეჩერების ან შეწყვეტის გადაწყევტილება. კერძოდ, შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, 6 ათასზე მეტი ბენეფიციარი ოჯახის წლიური შემოსავალი 5 ათასიდან 50 ათას ლარამდე იყო, ე.წ. უმწეოთა შორის კი აღმოჩნდნენ ”ლექსუსის” და ”ტოიოტას” მარკის ძვირადღირებული ავტომობილების მფლობელები. სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის ცნობითვე, შემწეობის თანხას იღებდნენ პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის, მუნიციპალიტეტების, თბილისის მერიის სამსახურებისა და ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურების თანამშრომლები. ნოე ქიქლაძის განცხადებით, ყველა საქმე გამოსაძიებლად შესაბამის უწყებებს გადაეცემა.
XS
SM
MD
LG