Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 17 ადამიანი დაიღუპა პოლიციის საგუშაგოზე თალიბანის იერიშის შედეგად


ავღანეთში, სულ ცოტა, 17 ადამიანი დაიღუპა პოლიციის საგუშაგოზე თალიბანის თავდასხმის შედეგად. ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, იერიში აღმოსავლეთში მდებარე ღაზნის პროვინციაში მოაწყო თალიბანმა. ამავე წყაროს ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ როგორ მოახერხეს ესქტრემისტებმა დაცვის გარღვევა პოლიციის საგუშაგოსთან. პროვინციის გუბერნატორის, მუსა ხან აკბარზადას განცხადებით, მოიერიშეებმა მოკლეს 10 პოლიციელი და შვიდი სამოქალაქო პირი.
XS
SM
MD
LG