Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვატიკანი ბენედიქტე XVI-ის უახლოესი თვეების გეგმებს აცხადებს


28 თებერვალს რომის პაპი ბენედიქტე XVI ოფიციალურად დატოვებს წმინდა საყდარს. ამასთან დაკავშირებით, ვატიკანის საზოგადოებასთან ურთიერთობის წამყვანმა მრჩეველმა გრეგ ბურკემ „როიტერსს“ პაპის უახლოესი თვის გეგმები გააცნო. „ხვალ საღამოს იგი განდოლფოს ციხეში გაემგზავრება, რომელიც არ არის შორს, შვეულმფრენით 10 წუთის საფრენ მანძილზე მდებარეობს. იქ იგი დაჰყოფს რამდენიმე თვე, სანამ არ აირჩევენ ახალ პაპს და სანამ აქ ყველაფერი არ შეთანხმდება. ამის შემდეგ ბენედიქტე XVI დაბრუნდება ვატიკანში და სიცოცხლეს, ვატიკანის კედლებში ჩვეულებრივ ლოცვაში გაატარებს.“ რომის პაპმა, ბენედიქტე XVI-მ დღეს ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ათასობით მორწმუნეს უთხრა, რომ აცნობიერებს გადაგომის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების „სიმძიმეს“. 85 წლის ბენედიქტემ თავის ბოლო, საჯარო აუდიენციაზე აღნიშნა ასევე, რომ მიდის არა საკუთარი თავის, არამედ რომის კათოლიკური ეკლესიის ინტერესების გათვალისწინებით
XS
SM
MD
LG