Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომში იმართება „სირიის მეგობართა“ ჯგუფის შეხვედრა


დღეს რომში იმართება „სირიის მეგობართა“ ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები გამოაცხადებენ გეგმას, დახმარება გაუწიონ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმთან მებრძოლ შეიარაღებულ მეამბოხეებს. რომის კონფერენციაზე ათობით ქვეყნის წარმომადგენლები შეხვდებიან სირიელ ოპოზიციონერებს, რათა მოილაპარაკონ სირიაში თითქმის ორი წლის წინ დაწყებული ომისათვის ბოლოს მოღების გზებზე. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი რომში ჩაფრინდა პარიზიდან, სადაც სირიაში შექმნილ ვითარებაზეც ესაუბრა ფრანგ ოფიციალურ პირებს.
XS
SM
MD
LG