Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთში დაინიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები


ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციებს მთავრობის გადადგომა მოჰყვა. პრეზიდენტმა როზენ პლევნელიევმა დღეს უთხრა პარლამენტს, რომ არჩევნები 12 მაისს ჩატარდება. გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვის გადადგომა მოჰყვა ბულგარეთში ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს. დემონსტრაციები დაიწყო ელექტრომომარაგების გაძვირების შემდეგ და გადაიზარდა ბორისოვის მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობისა და მთელი პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში. ბულგარეთი, სადაც საშუალო ხელფასი 520-მდე დოლარია, ევროკავშირის ყველაზე ღარიბ წევრად ითვლება.
XS
SM
MD
LG