Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩანა ახალაიას ბრალი დაუმძიმდა


ბრალი დაუმძიმდა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩანა ახალაიას. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდება დღეს ოფიციალურად წარედგინა ამჯერად, ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, რომელიც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა. პროკურატურის პრესსპიკერის ხათუნა პაიჭაძის განმარტებით, საქმე ეხება სასჯელაღსრულების პირველ, მეხუთე და ციხის სამკურნალო დაწესებულებებში 2006 წლის მარტის ე.წ. ბუნტს. მთავარი პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბუნტის ორგანიზების გეგმა შემუშავდა გასაქარწყლებლად მასმედიით გავრცელებული ინფორმაციისა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალაიას მიერ პატიმრების ცემის და დამცირების შესახებ. პროკურატურის ცნობითვე, გეგმისთვის გამოყენებულნი იყვნენ ე.წ. კანონიერი ქურდები. ვრცელი ინფორმაცია ამ საქმეზე საქართველოს მთავარი პროკურატურის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
XS
SM
MD
LG