Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ფინანსთა მინისტრმა რაფა ალ-ესავიმ თავისი გადადგომის შესახებ გამოაცხადა


ერაყის ფინანსთა მინისტრმა რაფა ალ-ესავიმ თავისი გადადგომის შესახებ გამოაცხადა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე. ესავიმ, ცნობილმა სუნიტმა პოლიტიკოსმა, ქალაქ რამადიში გამართული დემონსტრაციის მონაწილეებს უთხრა, რომ თანამდებობას ტოვებს შიიტური მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. მისი თქმით, მას არ სურს იყოს ვიწრო რელიგიური მიმართულების მთავრობის წევრი. უკვე რამდენიმე კვირაა, ერაყის ათიათასობით სუნიტი მუსულმანი დემონსტრაციებს მართავს შიიტი პრემიერ-მინისტრის, ნური ალ-მალიქის წინააღმდეგ. ალ-მალიქის ერაყის სუნიტი უმცირესობის დევნაში სდებენ ბრალს. დეკემბერში ესავის დაცვის რამდენიმე წევრის დაპატიმრებამ საპროტესტო დემონსტრაციების ამჟამინდელ ტალღას დაუდო დასაბამი.
XS
SM
MD
LG