Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანგლადეშში ათობით ადამიანი დაიღუპა პოლიციელებთან დემონსტრანტების შეტაკებისას


ბანგლადეშში პარასკევს ისევ მოჰყვა მსხვერპლი დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებებს საპროტესტო აქციებზე, რომლებიც იმართება ისლამისტების ლიდერისათვის სიკვდილის მისჯის შემდეგ. ბანგლადეშის პოლიციის მონაცემებით, პარასკევს ძალადობამ, სულ ცოტა, 44 ადამიანი შეიწირა. ბანგლადეშში სასამართლომ ხუთშაბათს გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი დელვარ ჰოსაინ საიდის მას შემდეგ, რაც ის დამნაშავედ ცნო 1971 წელს, პაკისტანისაგან დამოუკიდებლობისათვის ომის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში. 73 წლის დელვარ ჰოსაინ საიდი არის ოპოზიციურ პარტია „ჯამაათ-ე ისლამის“ ვიცე-პრეზიდენტი. ბანგლადეშში 2010 წელს შეიქმნა სამხედრო ტრიბუნალი. მას ევალება, გამოიძიოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულები, რომლებსაც, მთავრობის განცხადებით, სამ მილიონამდე ადამიანი შეეწირა.“ჯამაათ-ე ისლამის“ მხარდამჭერები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ მათი ლიდერების გასამართლებას.
XS
SM
MD
LG