Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩო ახალაია წინასწარ პატიმრობაში რჩება


თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ამჟამად წამებაში, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში და ძალაფლების გადამეტებაში ბრალდებული ბაჩო ახალაიას პატიმრობის 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი შეცვლის შესახებ. მოსამართლემ, ეკა არეშიძემ გაიზიარა პროკურატურის არგუმენტაცია და უარი განუცხადა ახალაიას ადვოკატების შუამდგომლობას იმ მოტივით, რომ განთავისუფლების შემთხვევაში ახალაია მოწმეებზე გავლენის მოხდენას შეძლებს. მოსამართლის გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა ახალაიას მხარდამჭერების, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ. ახალაიას მხარდამჭერებმა მოსამართლეს პროკურატურის სასარგებლოდ მიკერძოებულობაში დასდეს ბრალი და სხდომის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
XS
SM
MD
LG