Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი პაკისტანს აკრიტიკებს


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი პაკისტანს აკრიტიკებს იმის გამო, რომ ის საკმარის ზომებს არ მიმართავს ტერორიზმის წინააღმდეგ ბძროლაში. ამ საკითხს კარზაი შეეხო ქაბულში, ნატოს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. კარზაის თქმით, პაკისტანს არ გადადუგამს „პრაქტიკული ნაბიჯები“, რათა ავღანეთს დაეხმაროს თალიბანის ამბოხებისათვის ბოლოს მოღებაში. ავღანეთის პრეზიდენტის შეფასებით, პაკისტანში შიიტი მუსლიმების წინააღმდეგ მიმართული ბოლოდროინდელი თავდასხმები მიანიშნებს, რომ ვითარება სულ უფრო ნაკლებ კონტროლდება და რომ ორივე ქვეყანას „ერთი ცეცხლი უკიდია“.
XS
SM
MD
LG