გიორგი ბარათაშვილი სასამართლოში გაასაჩივრებს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უნდობლობა გამოუცხადა თანამშრომელთა ნაწილმა. დღეს ორასამდე თანამშრომელმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც საბჭოს წევრებთან შეხვედრა და მისი პირდაპირი ეთერით გაშუქება მოითხოვა. გარდა ამისა, თანამშრომელთა ნაწილი მოითხოვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის გამოსავლენად გამოცხადებული კონკურსის შეჩერებას საკითხის სამართლებრივად გარკვევამდე. თავად გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა გიორგი ბარათაშვილმა დღეს განაცხადა, რომ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.