რუსეთში პოლიციამ დააკავა დიდი თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელზე, სერგეი ფილინზე თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი პირები, მათ შორის დიდი თეატრის სოლისტი. თავდამსხმელად, რომელმაც წელს იანვარში, სახეში მჟავა შეასხა სერგეი ფილინს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაასახელა იური ზარუტსკი. მის გარდა დააკავეს ბალეტის მოცეკვავე, დიდი თეატრის სოლისტი პაველ დმიტრიჩენკო. სამინისტრო აცხადებს აგრეთვე, რომ დაკავებულია მძღოლი, რომელიც ეჭვმიტანილია დანაშაულთან კავშირში. მისი ვინაობა საჯაროდ არ გაუმხელიათ. თავდასხმის შედეგად სერგეი ფილინმა მძიმე დამწვრობები მიიღო. მას თვალების რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა. ამჟამად ფილინს გერმანიაში მკურნალობენ.
ყველაზე პოპულარული
1