Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით საყვარელიძე კვლავ არ გამოცხადდა დაკითხვაზე


საგამოძიებო ორგანოში დასაკითხად კვლავ არ გამოცხადდა საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე, რომელიც ამჯერად სამცხე-ჯავახეთის პროკურატურაში იყო დაბარებული. დეპუტატის შეფასებით, პროკურატურაში მისი დაბარება ”მაიმუნობაა” და მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მცდელობას უკავშირდება. თებერვლის დასაწყისში დავით საყვარელიძე მოწმედ დასაკითხად არ მივიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშიც, რომელიც რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეს იკვლევს და განაცხადა, რომ გამომძიებლებს პარლამენტში ელოდება. საპარლამენტო უმცირესობის წევრი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ მზად არის პროკურატურის თანამშრომლებს პარლამენტში, მის სამუშაო ოთახში შეხვდეს. ამასთან, საყვარელიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ სამცხე-ჯავახეთის პროკურატურისგან მიღებულ ოქმში არ არის მითითებული რომელი საქმის გამო უნდა დაიკითხოს.
XS
SM
MD
LG