Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ასობით ადამიანი შეიკრიბა ტიმოშენკოს მხარდასაჭერად


ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უკრაინაში შეიკრიბა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს 500-მდე მხარდამჭერი, პატიმრობიდან მისი გათავისუფლების მოთხოვნით. დემონსტრანტებმა თავი მოიყარეს ხარკოვის საავადმყოფოსთან, სადაც ტიმოშენკოა მოთავსებული ხერხემლის პრობლემების გამო. მისი პარტია „ბატკივშჩინის“ წევრი პარლამენტარების ჯგუფმა ყვავილები მიიტანა და აცხადებს, რომ მიიტანა აგრეთვე 15 000 წერილი ტიმოშენკოს მხარდამჭერებისაგან. უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს 2011 წლის ოქტომბერში მიუსაჯეს შვიდი წლით პატიმრობა, ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებით. ტიმოშენკო ყველა ბრალდებას უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
XS
SM
MD
LG