Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის და პაკისტანის პრეზიდენტებმა გაზსადენის პროექტი გახსნეს


ირანმა და პაკისტანმა გახსნეს მშენებლობა გაზსადენის, რომელიც ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს. ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა და პაკისტანის პრეზიდენტმა, ასიფ ალი ზარდარიმ პიდადად მიიღეს მონაწილეობა მშენებლობის დაწყების ცერემონიაში, რომელიც ირანის საპორტო ქალაქ ჩაჰ ბაჰარში გაიმართა. ცერემონიით აღინიშნა მილსადენის პაკისტანზე გამავალი მონაკვეთის მშენებლობის დაწყება. თეირანი აცხადებს, რომ ირანის ნაწილი თითქმის დასრულებულია. როგორც ვარაუდობენ, პაკისტანზე გამავალი მონაკვეთი - რომელიც 780 კილომეტრის სიგრძის იქნება - ორ წელიწადში აშენდება. ისლამაბადი იმედოვნებს, რომ ეს მილსადენი ქვეყანას შეუმსუბუქებს ენერგიის დეფიციტს. აშშ პროექტის წინააღმდეგ გამოდის - თვლის, რომ ამ პროექტით შეიძლება დაირღვეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სანქციები, რაც ისლამაბადისთვისაც გამოიწვევს სანქციების დაწესებას.
XS
SM
MD
LG