Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად


ავღანეთში განლაგებული ნატოს მრავალეროვნული ძალების სარდლობის ინფორმაციით კოალიციის ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამხრეთ ავღანეთში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს კატასტროფის მიზეზების გამოძიება. თუმცა, ნატოს სარდლობის წინასწარი ინფორმაციით, შვეულმფრენის ჩამოვარდნის დროს ადგილი არ ჰქონია „მოწინააღმდეგის რაიმე ქმედებას“. ინციდენტი მოხდა ორშაბათს, იმ დღეს, როდესაც ავღანეთის არმიელის ფორმაში გამოწყობილმა ე.წ. „ინსაიდერმა“ ექსტრემისტმა ორი ამერიკელი ჯარისკაცი და ხუთი ავღანელი პოლიციელი დახოცა ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ვარდაკის პროვინციაში. ორშაბათს, რთული ვიზიტის შემდეგ, ავღანეთი დატოვა აშშ-ის ახალმა თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა. პენტაგონის ხელმძღვანელის პირველი ვიზიტს ავღანეთში დაემთხვა ტერორისტული თავდასხმა ქაბულში, იმ შენობის წინ, სადაც ჰეიგელის შეხვედრა მიმდინარეობდა.
XS
SM
MD
LG