Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარდინალები ვატიკანში კონკლავის წინა მესაზე შეიკრიბნენ


ვატიკანში შეკრებილმა კარდინალებმა, რომლებმაც დღეიდან სიქსტეს კაპელაში ახალი პაპის არჩევის ცერემონია უნდა დაიწყონ, კონკლავის წინა საზეიმო წირვა ჩაატარეს. კარდინალი ანჯელო სოდანო, რომელიც კარდინალების კოლეგიის უხუცესია, რომის კათოლიკური ეკლესიის წიაღში ერთიანობის მოწოდებისაკენ გამოვიდა. წინასწარი ინფორმაციით, პაპის ასარჩევად საჭირო 77 ხმის მოპოვების ყველაზე დიდი შანსი ორ კარდინალს, იტალიელ ანგელო სკოლას და ბრაზილიელ ოდილუ შერერს აქვთ. კარდინალების გადაწყვეტილებას ვატიკანის წინ შეკრებილ ხალხი კვამლის ფერის მიხედვით შეიტყობს. ტრადიციის თანახმად, საკვამურის თავზე თეთრი კვამლის გამოჩენა პაპის არჩევას ნიშნავს; შავი კვამლი კი ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. კარდინალების კონკლავი ვატიკანში დაინიშნა ერთი თვის შემდეგ, რაც ყოფილმა პაპმა, ბენედიქტე მე-16 წმინდა საყდრის დატოვების მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG