Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში ჟურნალისტს ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


ბაქოს სასამართლომ ქრთამის აღების ბრალდებით ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ავაზ ზეინალის, რომელიც დამოუკიდებელ გაზეთ „ხურალის“ (პარლამენტის) მთავარი რედაქტორია. ჟურნალისტი დამნაშავედ სცნეს იმაში, რომ მან ქრთამი გამოსძალა პარლამენტის ყოფილ წევრ ქალ გულიარ აჰმადოვას, რომელიც გასულ თვეში დააკავეს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით. სექტემბრის თვეში, ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, რომელზეც აჰმადოვა, რომელიც მმართველი „ახალი აზერბაიჯანის პარტიის“ წევრი იყო, ქრთამის საფასურად პარლამენტარის მანდატის შენარჩუნებაზე მსჯელობს. ჟურნალისტი ავაზ ზეინალი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და წარდგენილ ბრალდებას მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. ადვოკატები კი სასამართლოს ვერდიქტის გასაჩივრებას აპირებენ.
XS
SM
MD
LG