Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგრარული უნივერსიტეტი მისთვის ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს


აგრარული უნივერსიტეტი მისთვის ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. უნივერსიტეტის იურისტებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უკანონო და დაუსაბუთებელი უწოდეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებას. იურისტების განცხადებით, ცენტრს, რომლის დასკვნაში საუბარია არა არსებით დარღვევებზე, არამედ ტექნიკურ დეტალებზე, შეეძლო აგრარული უნივერსიტეტისთვის ხარვეზების გამოსასწორებლად ორკვირიანი ვადა მიეცა, რაც არ გააკეთა. განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა დარღვევებად მიიჩნია აკადემიური პერსონალის შერჩევის წესი, სავალდებულო ლიტერატურის არქონა, განათლების აღიარების მხრივ არსებული ხარვეზები და უნივერსიტეტის ვებსაიტზე სასწავლო პროგრამების შესახებ სავალდებულო ინფორმაციის გამოქვეყნების პრობლემა. ცენტრის განმარტებით, აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების მიუხედავად, მომდევნო სემესტრში სასწავლო პროცესი ჩვეული რეჟიმით გაგრძელდება, ხოლო ადმინისტრაციას შესაძლებლობა ექნება, ხარვეზები გამოასწოროს და ავტორიზაციისთვის ხელახალი განაცხადი წარადგინოს.
XS
SM
MD
LG