Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ კანონიერად ცნო გივი თარგამაძის დაპატიმრების სანქცია.


მოსკოვის საქალაქო სასამართლომ კანონიერად ცნო საქართველოს პარლამენტის წევრის, გივი თარგამაძის დაპატიმრების სანქცია. დღევანდელ სხდომამდე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ, რომლის განაჩენი თარგამაძის ადვოკატმა გალინა სტეპანენკომ საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. რუსული საინფორმაციო სააგენტოები მოსკოვის საქალაქო სასამართლოზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ მას შემდეგ, რაც დღეს ადვოკატის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თარგამაძის დაპატიმრების სანქცია კანონიერ ძალაში შევიდა. რუსეთის საგამოძიებო სამსახური საქართველოს პარლამენტის დეპუტატს ადანაშაულებს მასობრივი არეულობების ორგანიზებაში, რასაც თავად გივი თარგამაძე უარყოფს. რუსეთის საგამოძიებო სამსახურმა თარგამაძე საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა და ინტერპოლს მიმართა.
XS
SM
MD
LG