Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს და სამხრეთ კორეას „დაუნდობელი შურისძიებით“ ემუქრება


ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო „დაუნდობელი შურისძიებით“ ემუქრება სამხრეთ კორეას და აშშ-ს, რომლებიც ერთობლივ სამხედრო მანევრებს ატარებენ. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, სამხრეთმა კორეამ და აშშ-მა უნდა გაითვალისწინონ, რომ „ბრძოლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში აღარ არის და [ჩრდილოეთ კორეას] აღარ ზღუდავს ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის მოქმედი აგრესიის აღმკვეთი დეკლარაციაო“. სახელმწიფო გაზეთში ორშაბათს დაიბეჭდა, რომ ფხენიანმა გააუქმა კორეის ომი დასრულების შეთანხმდება. გაეროს უშიშროების საბჭო აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეას არ შეუძლია 1953 წლის შეთანხმების ცალმხრივად შეწყვეტა. აშშ-სა და სამხრეთ კორეის ჯარები კომპიუტერის მეშვეობით სიმულირებულ წვრთნებს ატარებენ, რომელიც მიზნად ისახავს ჩრდილოეთიდან შესაძლო თავდასხმაზე რეაგირების შესაძლებლობის გაანალიზებას. გასულ თვეში ფხენიანმა მესამე ბირთვული გამოცდა ჩაატარა, რის გამოც გაეროს უშიშროების საბჭომ გაამკაცრა ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული სანქციები.
XS
SM
MD
LG