Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი ეკლესიას მოუწოდებს, თავი აარიდოს პესიმიზმს


რომის პაპი, ფრანცისკე ეკლესიას მოუწოდებს, თავი აარიდოს პესიმიზმს და ეძებოს ახალი გზები მსოფლიოში რწმენის გასავრცელებლად, მორწმუნეთა რიცხვის შემცირებასთან დასაპირისპირებლად. 76 წლის არგენტინელმა პაპმა ამ მოწოდებით მიმართა კარდინალებს, ეკლესიის უმაღლეს პონტიფექსად არჩევიდან ორ დღეში. ფრანცისკეს თქმით, ის და კარდინალები „ხანდაზმულები“ არიან, მაგრამ ასაკს სიბრძნე მოაქვს. იქვე პაპმა შეაქო თავისი წინამორბედის, ბენედიქტე XVI-ს გადადგომა, როგორც „გაბედულებისა და თავმდაბლობის“ გამომხატველი ნაბიჯი.
XS
SM
MD
LG