Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააკავეს ცნობილი ბლოგერი აეროპორტში ვიდეოს გადაღებისთვის


რუსეთში დააკავეს ცნობილი ბლოგერი და ფოტოგრაფი დმიტრი ალეშკოვსკი, სანქტ-პეტერბურგის აეროპორტში ვიდეოს გადაღებისა და პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის. ალეშკოვსკი აქტიურად არის ჩაბმული ქველმოქმედებასა და ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვის კამპანიაში. ის ხუთშაბათს დააკავეს, როცა აეროპორტში ვიდეოინტერვიუს აძლევდა ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველ კიდევ ორ აქტივისტს. სამივე წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. ცნობების თანახმად, მათ შესაძლოა, 15 დღე დაჰყონ საპატიმროში. ალეშკოვსკიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუკით“ გაავრცელა ინფორმაცით, რომ მის საქმეზე მოსმენა გაიმართება მოსკოვის სასამართლოში, რახან ის მოსკოვშია დარეგისტრირებული. თარიღი ჯერ არ დაზუსტებულა.
XS
SM
MD
LG