Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ავღანეთში ვერტმფრენის ავარიის შედეგად დაიღუპა ნატოს ერთი ჯარისკაცი


ნატოს წარმომადგენელთა თანახმად, სამხრეთ ავღანეთში, ყანდაარის მახლობლად, ვერტმფრენის ავარიის შედეგად დაიღუპა კოალიციის ერთი ჯარისკაცი. კაპიტანმა ლუკა კარნიელმა დაადასტურა შაბათს მომხდარი ინციდენტი და დასძინა, რომ მის შედეგად კოალიციის კიდევ ერთი ჯარისკაცი დაშავდა. კარნიელის თქმით, ავარიის დროისთვის რეგიონში არ შეინიშნებოდა მტრის სამხედრო მოქმედებები და მიმდინარეობს გამოძიება. დაღუპული ჯარისკაცის ეროვნების შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ მოიპოვება. ავარიის ფაქტი დაადასტურა ყანდაარის გუბერნატორმა ჯავედ ფაიზალმაც. მისი თქმით, საქმე ეხება OH-58 ტიპის მზვერავ ვერტმფრენს. ეს მიმდინარე კვირაში სამხრეთ ავღანეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის მეორე შემთხვევაა. ორშაბათს Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენმა განიცადა ავარია ყანდაარის მახლობლად. ავარიაში შეერთებული შტატების ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG