Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში სასამართლოზე თავდასხმა მოეწყო


პაკისტანში, სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა სასამართლოს კომპლექსზე ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად. თავდასხმა მოეწყო ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ფეშავარში. ქალაქის პოლიციის უფროსმა, იმთიაზ ალტაფიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორი პირი მონაწილეობდა იერიშში. ერთი დაიღუპა ასაფეთქებელი ჟილეტის მოქმედებაში მოყვანის შედეგად, ხოლო მეორე პოლიციელებმა მოკლეს. იერიში მოეწყო, როცა სასამართლოს კომპლექსში იმყოფებოდა ასობით ადამიანი - მოსარჩელეები, ადვოკატები, მოსამართლეები.
XS
SM
MD
LG