Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელი ოპოზიციონერები პრემიერ-მინისტრის ასარჩევად შეიკრიბნენ


სტამბულში იმართება სირიელი ოპოზიციონერების შეხვედრა, რომელზეც აპირებენ გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელის არჩევას. მთავრობას ევალება მოქმედება ტერიტორიაზე, რომელსაც ვეღარ აკონტროლებს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი. სტამბულში დღეს დაწყებულ შეხვედრაში მონაწილეობენ სირიის ეროვნული კოალიციის წევრები - კოალიციას, რომელიც მთელ რიგ ოპოზიციურ ჯგუფებს აერთიანებს, უკვე სირიელი ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლად აღიარებს რამდენიმე ქვეყანა და ორგანიზაცია. პრემიერ-მინისტრის პოსტზე 12 კანდიდატურა განიხილება. სირიაში ორი წელია გრძელდება კონფლიქტი, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრაციებით დაიწყო და სამოქალაქო ომში გადაიზარდა. გაეროს მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70 000-ს აღწევს.
XS
SM
MD
LG