Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”თელასის” ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების შედეგად თბილისში ენერგომომარაგება შეუწყდა ათასობით აბონენტს


ძლიერმა ქარმა კომპანია ”თელასის” ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის შედეგადაც თბილისში ენერგომომარაგება შეუწყდა 23 ათას 800 აბონენტს. ”თელასის” ცნობით, აღდგენითი სამუშაოები საღამოს დასრულდება და შესაბამისად განახლდება ელექტროენერგიის მიწოდება. ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საქართველოში ქარი გაძლიერდება და დაეცემა ჰაერის ტემპერატურა. ამჟამად დიდთოვლობა და ზვავსაშიშროებაა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, სადაც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ქარიშხლის გამო, რომლის სიმძლავრემ წუხელ 4 ბალი შეადგინა, მეორე დღეა ბათუმის სანაპიროსთანაა თავმოყრილი ყველა სახის საზღვაო ტრანსპორტი და გაძლიერებული რეჟიმით მუშაობს აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო. უამინდობის გამო საგანგებო რეჟიმით მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტიც. სინოპტიკოსები გამოდარებას 19 მარტის შემდეგ ელიან.
XS
SM
MD
LG