Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შს-თა მინისტრი: ჩემი ურყევი ნებაა, რომ სამინისტრო გახდეს გამჭვირვალე


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს პარლამენტს ეწვია, უმცირესობის წარმომადგენლზებთან შესახვედრად. საუბარი შეეხო ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ ინციდენტს, კრიმინოგენულ ვითარებას, სამინისტროში მიმდინარე რეფორმებსა და სხვა საკითხებს.
ღარიბაშვილის თქმით, ჯანსაღ კრიტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის დამოკრატიული განვითარებისათვის, არადა, ბოლო წლებში არ ყოფილა შემთხვევა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მისულიყო ოპოზიციური ფრაქციის კითხვებზე პასუხის გასაცემად. „ჩვენი სამინისტრო წლების განმავლობაში დახურული სისტემა იყო და პოლიტიკური დიქტატის ქვეშ იმყოფებოდა. ჩემი ურყევი ნებაა, რომ სამინისტრო გახდეს გამჭვირვალე, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული, რათა ის რეალურად ემსახურებოდეს ხალხს“, განაცხადა ღარიბაშვილმა.
XS
SM
MD
LG