Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩანა ახალაია და მასთან ერთად ბრალდებული სხვა პირები მოინახულეს ომბუდსმენის რწმუნებულებმა


თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ 6 პირი გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულეს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა. ომბუდსმენის აპარატის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალაიამ წერილობით რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდებაზე უარი თქვა, ბრალდებულებმა ყაჭეიშვილმა, ფაცაციამ, ფურცხვანიძემ, ცომაიამ, მკურნალიძემ და ხუჭუამ კი სახალხო დამცველის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ გლდანის საპატიმროში, სადაც 10 მარტს გადაიყვანეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიან. ბრალდებულები ამბობენ, რომ სხვა პატიმრების მხრიდან მათი სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნავს, რომ ბრალდებულები მკურნალიძე და ხუჭუა თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ და სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვენ. ომბუდსმენის აპარატი აცხადებს, რომ განახორციელებს მუდმივ მონიტორინგს და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მოუწოდებს, გამოიყენოს ყველა საშუალება ბრალდებულთა უსაფრთხოების დასაცავად.
XS
SM
MD
LG