Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თბილისის საკრებულოს წევრებთან შეხვედრა სთხოვა გიორგი ვაშაძემ


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თბილისის საკრებულოს წევრებთან შეხვედრა სთხოვა უმცირესობის დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ. მან პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ დავით უსუფაშვილს წერილობით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელიც შეხვედრას დედაქალაქის საკრებულოში შექმნილი რთული მდგომარეობის და ზეწოლის სერიოზული ფაქტების გასაცნობად ითხოვს. თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აუცილებლად შეხვდება როგორც საკრებულოს მოქმედ, ასევე ყოფილ წევრებს, რომლებიც ასევე ითხოვენ მასთან შეხვედრას. დღევანდელ სხდომაზევე, ზეწოლის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ბრალდებების საპასუხოდ, უმრავლესობის დეპუტატმა ოთარ ჩრდილელმა კოლეგებს წაუკითხა რამდენიმე ფრაგმენტი წერილებიდან, რომლებშიც მისი განმარტებით, აღწერილია საპარლამენტო არჩევნებამდე ”ქართული ოცნების” მხარდამჭერებზე ზეწოლის მეთოდები.
XS
SM
MD
LG