პაკისტანში 11 მაისს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები. პრეზიდენტის პრესმდივანმა დღეს გამოაცხადა, რომ პრეზიდენტმა დაამტკიცა წინადადება თარიღის განსაზღვრის პროცესის დასრულების შესახებ. პაკისტანის პარლამენტის კომიტეტმა პარასკევამდე უნდა აირჩიოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. ეს საპარლამენტო არჩევნები იქნება პაკისტანის არსებობის 66-წლიან ისტორიაში პირველი კენჭისყრა, რომლის შედეგადაც ერთი სამოქალაქო მთავრობა მეორეს გადასცემს ძალაუფლებას. პაკისტანში რამდენჯერმე არის მომხდარი სამხედრო გადატრიალება.
ყველაზე პოპულარული
1