Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ დაასრულა ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების ბოლო რაუნდი


ევროკავშირმა და საქართველომ დაასრულეს ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების ბოლო, მე-14 რაუნდი. ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, განსახილველი დარჩა კონფლიქტის მოგვარებასთან და საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებზეც მომდევნო კვირებში, ვიდეოკონფერენციებზე იმსჯელებენ. გაზაფხულზე და ზაფხულში გაიმართება აგრეთვე მორიგი მოლაპარაკებები საავაჭრო ურთიერთობაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტზე მოხდება ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ინიცირება. ამ ხელშეკრულებამ უნდა ჩაანაცვლოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის 1996 წელს გაფორმებული შეთანხმება ”პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ”, რაც, ანალიტიკოსთა აზრით, შექმნის ევროკავშირთან უფრო ძლიერი და მტკიცე თანამშრომლობის საფუძველს.
XS
SM
MD
LG