აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა იორდანიაში ჩავიდა, ისრაელში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ. ობამა დღეს ამანში ხვდება მეფე აბდულას. მოლაპარაკების დღის წესრიგში დგას პალესტინელებთან ისრაელის კონფლიქტი და ვითარება სირიაში, საიდანაც ასიათასობით ლტოლვილია გაქცეული მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის იორდანიაში. ისრაელში ვიზიტისას, ობამამ პარასკევს მოინახულა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი - "იად ვაშემი", რომელიც იერუსალიმში მდებარეობს. მანამდე ობამამ ყვავილების გვირგვინებით შეამკო თანამედროვე სიონიზმის ფუძემდებლის, თეოდორ ჰერცლისა და ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, 1995 წელს მოკლული იცხაკ რაბინის საფლავები. ობამამ მოინახულა აგრეთვე ადგილი ქალაქ ბეთლეემში, სადაც, ბიბლიური გადმოცემით, იესო ქრისტე დაიბადა.
ყველაზე პოპულარული
1