Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოთის პორტის მუშა-მოსამსახურეებმა გამაფრთხილებელი გაფიცვა გამართეს


ფოთის პორტის მუშა-მოსამსახურეებმა დღეს დილას გაფიცვა გამართეს. გაფიცვა გამაფრთხილებელი იყო და განახლდება იმ შემთხვევაში, თუ ნავსადგურის ადმინისტრაცია არ გაითვალისწინებს გაფიცულების მოთხოვნებს. მოთხოვნებს შორის არის შრომის პირობების გაუმჯობესება და ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. შარშან ფოთის პორტი 10 დღე იყო პარალიზებული მუშა-მოსამსახურეების გაფიცვის შედეგად.
XS
SM
MD
LG