Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვიპროსის პრეზიდენტი ბრიუსელში მოსალაპარკებლად ჩავიდა


კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი ბრიუსელში ჩავიდა უცხოელ დონორებთან მოლაპარაკების ბოლო შანსის გამოსაყენებლად. კვიპროსმა ორშაბათს უნდა წარმოადგინოს გეგმა საბანკო სისტემის კოლაფსის თავიდან ასაცილებლად. ევროპის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ საგანგებო დაფინანსების მიწოდებას შეუწყვეტს კვიპროსის ბანკებს, თუ ორშაბათამდე არ იქნება მზად კრიზისის მოსაგვარებელი ახალი გეგმა. კვიპროსში წუხელ წარუმატებლად დასრულა მოლაპარაკება გეგმაზე, რომლის მეშვეობითაც ამ ქვეყანამ უნდა გაინაღდოს ევროკავშირის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების მიღება. ევროკავშირი კვიპროსისაგან მოითხოვს 5,8 მილიარდი ევროს მობილიზებას, დახმარების სახით მისთვის 10 მილიარდი ევროს მისაწოდებლად. ამ დახმარების გარეშე კვიპროსს შესაძლოა, ევროზონის დატოვება მოუხდეს.
XS
SM
MD
LG